კონფლიქტები

„დონეცკის რესპუბლიკაში“ Google დაბლოკეს და ის ტერორიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულეს

„დონეცკის რესპუბლიკაში“ Google დაბლოკეს
1658490508
დაკოპირებულია

დონეცკის ე.წ. რესპუბლიკაში Google დაბლოკეს, რადგანაც ის, ადგილობრივი სეპარატისტების თქმით, კანონის ჩარჩოებს გასცდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.  

როგორც დონეცკის რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, Google  თავისი ამერიკელი კურატორების ბრძანებით ღიად ეწევა ტერორიზმის პროპაგანდას, განსაკუთრებით რუსებისა და დონბასის მოსახლეობის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, როგორც კი სამძებრო სისტემა კანონის ჩარჩოებს დაუბრუნდება, მის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება.

21 ივლისს Google ლუგანსკის რესპუბლიკაშიც დაბლოკეს, სადაც ის ასევე ექსტრემიზმისა და ტერორიზმის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

გაზაფხულზე სეპარატისტულმა მთავრობებმა Instagram და Facebook დაბლოკეს. პარალელურად ხერსონის ოლქში ადგილობრივმა საოკუპაციო ადმინისტრაციამ Instagram, YouTube და Viber  დაბლოკა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

👉 რუსებს ოკუპირებულ კუპიანსკში ჯარისკაცების ცხედრებისთვის მაცივრები არ ყოფნით

👉 „დონეცკსა და ლუგანსკს როცა საჭირო იქნება, ვაღიარებთ, დღეს ეს მნიშვნელოვანი არაა“ - ლუკაშენკო

👉 „უკრაინას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ სამხედრო გზით შეუძლია“ - პოდოლიაკი

👉 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT