მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ლუგანსკში იმყოფებოდა

ცხინვალის დელეგაცია ლუგანსკში

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლუგანსკში, რომელსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „გენერალური პროკურატურის“ დელეგაცია იმყოფებოდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

დელეგაცია ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკაში „გენერალური პროკურორის“ სერგეი გორენკოს მიწვევით იმყოფებოდა. მათ უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობის შტურმით აღების მე-7 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიტინგში მიიღეს მონაწილეობა. ასევე მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

2019 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ე.წ. ლუგანკის რესპუბლიკის „გენერალურმა პროკურატურებმა“ თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა გამწვავდა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა, მათ შორის გამოყენებული იყო მძიმე შეიარაღებაც. ორივე მხრიდან არიან დაჭრილები და დაღუპულები.