მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი „თალიბანის“ ხელმძღვანელს შეხვდა

ცხინვალის წარმომადგენელი ქაბულში იყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსეი მაქსიმოვი ქაბულში „თალიბანის“ ლიდერს აბდულ განი ბარადარს შეხვდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

შესაბამისი ინფორმაცია „თალიბანის“ წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა გაავრცელა. „შეხვედრაზე რეგიონულ უსაფრთხოებაზე და ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე იყო საუბარი“, - განაცხადა ნაიმმა.

ალექსეი მაქსიმოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად აგვისტოში დანიშნეს. ის ცხინვალში მოსკოვიდან მიიწვიეს. მედიაში და სოც. ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია მაქსიმოვის ბიოგრაფიის საეჭვო ფაქტებზე. სოციალური ქსელების მომხმარებლები ეჭვობენ, რომ სამხედრო წარმატებები და ჯილდოები, რაც მაქსიმოვს აქვს, სინამდვილეში ყალბია.

ცნობისთვის, აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ წევრმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ ცხინვალმა, შესაძლოა, „თალიბანი“ აღიაროს.