მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ელექტრო სიგარეტი აიკრძალა

ელექტრო სიგარეტის აკრძალვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა ელექტრო სიგარეტის აკრძალვის ბრძანებულებას. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

იმ მეწარმეებს, ვისაც ელექტრო სიგარეტი უკვე შეძენილი აქვთ, მისი რეალიზებისთვის ერთი თვის ვადა მისცეს. ამ წესის დარღვევისთვის 3 000-დან 100 000 რუბლამდე (4 000 ლარამდე) ჯარიმაა გათვალისწინებული.

კანონის მიღების ინიციატორები აცხადებენ, რომ ელექტრო სიგარეტი თამბაქოს მოხმარების საერთო რაოდენობას არ ცვლის.