მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენერგოდარში ადგილობრივმა პარტიზანებმა თვითგამოცხადებული მერის სახლი ააფეთქეს

ენერგოდარში ადგილობრივმა პარტიზანებმა თვითგამოცხადებული მერის სახლი ააფეთქეს

ოკუპირებულ ენერგოდარში ადგილობრივმა პარტიზანებმა ქალაქის თვითგამოცხადებული მერის ანდრეი შევჩიკის საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს, - ამის შესახებ ენერგოდარის მერმა დიმიტრი ორლოვმა განაცხადა.

აფეთქება კურჩატოვის ქუჩაზე მდებარე ერთ სახლში  22 მაისს მოხდა. 

„მომხდარის დეტალებს ვარკვევთ, თუმცა გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად „სახალხო ადმინისტრაციის“ თვითგამოცხადებული მერი და მისი დაცვის თანამშრომლები დაშავდნენ. ისინი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები“, - აცხადებს ენერგოდარის მერი.

ორლოვმა აღნიშნა, რომ აფეთქების დროს სადარბაზოს მცხოვრებთაგან არავინ დაშავებულა.

„აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მას ელოდნენ და ზუსტი და მიზანმიმართული დარტყმა განახორციელეს“, - დასძინა ორლოვმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉სამხედრო ექსპერტმა განმარტა, თუ რატომ არ იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა

👉 უკრაინაში შეჭრის შედეგებს რუსების კიდევ სამი-ოთხი თაობა იგრძნობს - ექსპერტი

👉 რუსული ჯარები იზიუმის რეგიონში შეტევის განახლებისთვის ემზადებიან

👉 ლუგანსკის ოლქში მედესანტეებმა კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

👉 🎥 უკრაინის შეიარაღებული ძალების 45-ე ცალკეულმა საარტილერიო ბრიგადამ ოკუპანტების აღჭურვილობა გაანადგურა