
„ეს მხოლოდ დასაწყისია, ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ.
„ყველა დამნაშავე უნდა იყოს პასუხისმგებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვების დეპორტაციაში უმაღლესი თანამდებობის პირი მონაწილეობს. ჩვენ დიდი ხანია, რუსეთის სამხედრო დანაშაულებს ვაფიქსირებთ. მახინჯი დუეტის დაკავების ორდერი მხოლოდ დასაწყისია. ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება“, - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
Every criminal must be held accountable, especially when a top official is involved in the deportation of children.
— Oleksii Reznikov (@oleksiireznikov) March 17, 2023
We’ve been flagging russian war crimes for a long time.
The arrest warrants for the ugly duo are just the beginning. The tribunal, verdicts&punishments are coming. pic.twitter.com/st8T4Qs5FJ
ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი, პუტინი უკვე გამოკეტეს მოსკოვში, ის დასრულებულია - ლევან ხაბეიშვილი
👉„ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და ღიად მიდის რუსული პოლიტიკის პროპაგანდა - მამუკა ხაზარაძე
👉 კანონზე მაღლა არავინ დგას - შოლცი პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე