მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ღორის აფრიკული ჭირის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

ღორის ჭირის ეპიდემია ცხინვალის რეგიონში

ბოლო რამდენიმე დღეში აფრიკული ჭირისგან ე.წ. სამხრეთ ოსეთში 30 ღორი დაიღუპა. ამის  შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

როგორც ოკუპირებული რეგიონის მთავარმა ვეტერინარმა ატამაზ თედეევმა განაცხადა, ინფიცირების შემთხვევები ჯავის, ცხინვალის და ზნაურის რაიონებში დაფიქსირდა.

„ყველა სოფელში, სადაც საშიში ვირუსი დაფიქსირდა, კარანტინია გამოცხადებული. აიკრძალა ამ რაიონებიდან ცოცხალი ღორების და ღორის ხორცის, ასევე სხვა ხორცის და რძის ნაწარმის გატანა სხვა რაიონებში“ - განაცხადა თედეევმა. 

როგორც თედეევმა განაცხადა, ინფექციის გავრცელების ძირითადი წყარო გარეული ტახია და პრობლემის მოსაგვარებლად „აუცილებელია მათი პოპულაციის შემცირდება“. მისი თქმით, ბევრი ფერმერი უპასუხისმგებლოდ იქცევა და წესებს არ იცავს, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს.