მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ხაზი ე.წ. სამხრეთ ოსეთში

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის მახლობლად საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ლევან მაყაშვილმა ე.წ. საზღვარი რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო გადაკვეთა.

ე. წ. უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ დაკავებულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს.

დაკავებული ყოველგვარი ჯარიმის გარეშე ქართულ მხარეს გადაეცა - იუწყებიან ცხინვალში.