
უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. როგორც ევროპული საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, შეზღუდვები მომდევნო წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს.
„ევროპულმა საბჭომ დღეს გადაწყვეტილება მიიღო, 2023 წლის 31 იანვრამდე გაეხანგრძლივებინა შემზღუდველი ზომები, რომელიც რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ იყო დაწესებული“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს რუსეთში ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება
👉 „პუტინთან დასავლეთის მიდგომა არ არის ის, რაც პოლიტიკოსებს შეეფერებათ“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი