მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაგლოევმა ახალგორის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

ოკუპირებული ახალგორის რაიონი

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა ოკუპირებული ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის ახალ დე ფაქტო ხელმძღვანელად ილარიონ გაგიევი დანიშნა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

განცხადების მიხედვით, გაგიევი „კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით“ დაინიშნა. 

ახალგორის წინა დე ფაქტო ხელმძღვანელი ვლადიმერ გულიევი ამ თანამდებობიდან 10 ივნისს გადააყენეს. 

ახალგორის რაიონს 2008 წლამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ იქ რუსული ქვედანაყოფები შევიდნენ და რაიონი ქართველმა მოსახლეობამ პრაქტიკულად სრულად დატოვა. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ რაიონს სახელი შეუცვალა და მას საბჭოთა სახელწოდება - ლენინგორის რაიონი დაუბრუნა.  რაიონში მოხვედრა ახალგორელებს მხოლოდ სპეციალური საბუთით შეუძლიათ.  

ასევე დაგაინტერესებთ:

👉  ირანმა და „გაზპრომმა“ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას ხელი მოაწერეს

👉 „რუსეთს უფრო და უფრო უჭირს შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის შენარჩუნება“ - ბრიტანეთის დაზვერვა

👉 დაინიშნება თუ არა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ალექსეი არესტოვიჩი? - არესტოვიჩის განმარტება

👉 „28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი წყდება, სხვადასხვა მიმართულება, მიზეზები მსგავსი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი