მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაიქეცით ჩვენი მამულიდან, უიღბლო დამპყრობლებო“ - უკრაინის სამხრეთით შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ

უკრაინის სამხრეთით უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთით შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. 

28-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა აჩვენეს, თუ როგორ წვავენ რუსული ჯარების აღჭურვილობას ხერსონსა და ნიკოლაევში. 

„გაიქეცით ჩვენი მამულიდან, უიღბლო დამპყრობლებო!“ - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები.

როგორც გენერალურ შტაბში იტყობინება, უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ სამხრეთში - დამპყრობლებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

„შეხების ხაზზე ვითარებას თავისი დინამიკა აქვს. უკრაინული ჯარების კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად მტერმა განიცადა მნიშვნელოვანი დანაკარგები და უწევს თავდაცვითი პოზიციების დაკავება. ბრძოლა გრძელდება. დამპყრობლები აგრძელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას ნიკოლაევის და ხერსონის ოლქებში“, - აცხადებენ გენშტაბში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ 🎥 ხერსონის ოლქში უკრაინელებმა დამპყრობლები და მათი ჯავშანმანქანა „ტაიფუნი“ გაანადგურეს

✔️ სევეროდონეცკის აღება არ იძლევა რუსეთის ფედერაციის გამარჯვების გარანტიას  - ISW

✔️🎥 მინუს რამდენიმე ოკუპანტი - 24-ე ბრიგადის მეომრები განადგურების ვიდეოს ავრცელებენ

✔️ მასიური დაბომბვა, თავდასხმა და მსხვერპლი - ვითარება ლუგანკის ოლქში (ფოტო)

✔️ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი