მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გალის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა

გალი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაერთიანება „ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართული ენა და ლიტერატურა, დღეიდან გალის რაიონის ყველა სკოლაში, უცხო ენად იქნება წარმოდგენილი.

„დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებად სკოლებში, ქართული სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა.

საქმე ისაა, რომ რუსული სწავლება სკოლებში ეტაპობრივად დაინერგა, დამამთავრებელი, მე-11 კლასი კი იყო ერთადერთი, რომ სწავლა ქართულად უნდა დაესრულებინა.

დე ფაქტო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ისინი სწავლას წელს უკვე, ყველა საგანში რუსულ ენაზე გააგრძელებენ.

ქართული ენა და ლიტერატურა, დღეიდან გალის რაიონის ყველა სკოლაში, უცხო ენად იქნება წარმოდგენილი. შესაბამისი ინფორმაცია, სკოლის დირექტორებს, 12 სექტემბერს, საგანგებო თათბირზე გააცნეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge დამატებით დეტალებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში არკვევს.