მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გენადი ბესტაევი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბესტაევი საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი, რომელსაც ე.წ სამხრეთ ოსეთში 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

როგორც „რადიო თავისუფლებას" ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცნობა, ბესტაევს ინსულტი აქვს და ის კომაში იმყოფება. 

ინფორმაცია ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ საქართველოს უშიშროების სამსახურშიც დაადასტურეს. კონსულტაციები „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მიმდიანარეობს. თბილისი ყველაფერს აკეთებს, რომ გენადი ბესტაევი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანოს.

გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. მას „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკული საშუალებებების კონტარბანდისთვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.