მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანელმა დეპუტატმა უკრაინაში რუსი ჯარისკაცების სისასტიკის ორი მიზეზი დაასახელა

მელიტოპოლში 70-მა რუსმა სამხედრომ არეულობა მოაწყო

ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრი, გადამდგარი პოლკოვნიკი როდერიხ კიზევეტერი მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცების სისასტიკეს ორი მიზეზი აქვს. 

„პირველ რიგში, მათ სრულიად გაუკვირდათ ის წინააღმდეგობა, რომელიც მათ უკრაინელებმა უჩვენეს, რომელსაც არ სურს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და თავის დამოუკიდებლობას იცავს. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ რუსი ჯარისკაცები საშინლად გაბრაზდნენ, რომ უკრაინის მიწაზე არ იყვნენ სასურველი სტუმრები“, - განაცხადა ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა.

პოლიტიკოსის თქმით, ამის შემდეგ დამპყრობლებმა დაიწყეს იმ ამოცანის შესრულება, რომელიც მათ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუსახა - „გაანადგურონ უკრაინელი ერი“.

„პუტინმა განაცხადა, რომ მომავალ სახელმწიფო ფორმირებას არ უნდა ერქვას უკრაინა. ამიტომ, ჯარისკაცები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ სჭირდებათ ერის განადგურება და ეს საშინელებაა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხარკოვის მახლობლად უკრაინელების წარმატებებმა შესაძლოა, პუტინის არმიის დაშლა გამოიწვიოს - ბრიტანელი ექსპერტი

👉სამხედრო ექსპერტმა განმარტა, რატომ არ სჭირდება უკრაინას რუსეთთან ზავი

👉 რუსეთში პუტინის დასამხობად გადატრიალება მზადდება - უკრაინის დაზვერვის უფროსი

👉 რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა მსოფლიოს ბირთვული დარტყმით დაემუქრა

👉 ოკუპანტებმა ხარკოვიდან ჯარები გაიყვანეს - გენერალური შტაბი

👉 „ეს ომი ვლადიმერ პუტინის დასასრულს მოასწავებს“ - გერმანიის მმართველი პარტიის ლიდერი