მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღირსების მარში“ - აქცია სომხეთის ქუჩებში და პრემიერობის კანდიდატი

საპროტესტო აქცია გრძელდებაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გრძელდება. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მსვლელობა, რომელიც ორგანიზებულია „სამშობლოს ხსნის“ მოძრაობის მიერ, სასუნცი დავითის სადგურის მახლობლად დაიწყო და ერევნის ქუჩებში გრძელდება.

გამოცემის ცნობით, „სამშობლოს ხსნის“ მოძრაობამ ოფიციალურად გამოაცხადა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაზგენ მანუკიანი პრემიერობის კანდიდატად, რომელიც, მათი თქმით, ვადამდელი არჩევნების ორგანიზებას წარმოადგენს.

🔘 ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

🔘 ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 8 დეკემბრამდე მისცეს.

🔘 ფაშინიანს გადადგომის გადაწყვეტილება არ მიუღია და ამასთან დაკავშირებით ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია იმართება

👉 ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ტერორი ხორციელდება