
ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში 182 მაინინგ-მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
ეს მოწყობილობები სოფელ მერხეულში, არასაცხოვრებელ შენობაში აღმოაჩინეს. კრიპტოვალუტის ფერმები ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ე.წ. უშიშროების სამსახურმა აღმოაჩინეს.
მაინინგ-ფერმები დაშლილია, ხოლო მოწყობილობები სპეციალურ საწყობში გადაიტანეს. რაც შეეხება მაინინგ-ფერმების მფლობელებს, ისინი ადმინისტრაციული წესით დაისჯებიან.
მაინინგ-ფერმების სიმძლავრე 364 კვტ-ს შეადგენდა. ასეთი ფერმების უდიდესი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთში მოპარულ ელექტროენერგიაზე მუშაობს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 პუტინი აბსოლუტურად ამაზრზენად იქცევა, რადგან ოკუპანტებს სამხედრო მარცხი ემუქრებათ - ჯონ კირბი
👉 რუსი ოკუპანტები უკრაინაზე ახალი სარაკეტო დარტყმისთვის ემზადებიან - ISW
👉 ხერსონი დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება - ბრიტანული დაზვერვა
👉 დამპყრობლები ბახმუტის სამხრეთით დაწინაურდნენ - ISW
👉 რუსეთი ლუგანსკის ოლქში თავდაცვისთვის ემზადება - სერგეი გაიდაი