მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად აღდამში იმყოფებოდა (ვიდეო)

ილჰამ ალიევი აღდამში იმყოფებოდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აღდამში იმყოფებოდა. ეს ქალაქი მთიან ყარაბაღს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება და  ის 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

ალიევმა ქალაქში აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა აღმართა. შემდეგ კი ცოლთან ერთად ადგილობრივ მეჩეთში მივიდა.

რამდენიმე დღის წინ ალიევმა მეუღლესთან ერთად ჯებრაილის და ფიზულის რაიონები მოინახულა, სადაც ოქტომბერში სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გრძელდებოდა.