მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინფორმაცია, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავის შემოტანას, სიცრუეა“ - სომხეთის საელჩო

განცხადებას ავრცელებს

სომხეთის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავის შემოტანას და იგი უარს ამბობს სომხეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაცემაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს“, - აღნიშნულია სომხეთის საელჩოს განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, საწვავის ტრანსპორტირებისა და ჰუმანიტარული დახმარების პრობლემა არ არსებობს და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო მუდმივ კონტაქტშია საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან.

„ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოში სომხეთის საელჩოს, საკითხის სწრაფი გადაწყვეტის მიზნით.

ამავე დროს, ჩვენ მოგიწოდებთ არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია, რადგან ეს პირდაპირ ეხება სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.