მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

აფეთქების შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს.

აშშ-ს სამხედროებმა განაცხადეს, რომ აფეთქებას მათი 13 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ამჟამად დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია ხორციელდება.

გენერალ ფრენკ მაკენზი, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მეთაური, ამბობს, რომ ამერიკელი მეთაურები მზად არიან ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მეტი თავდასხმისთვის.

ინფორმაციისთვის, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა. ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 ქაბულში მესამე ტერაქტი მოხდა - იზრდება დაღუპულთა რიცხვი

👉 ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტების მსხვერპლი იზრდება