მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულში სროლას ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა

ქაბულის აეროპორტთან არსებული ვითარების გამო, თავი აარიდეთ აეროპორტში გამგზავრებას

ქაბულში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთი თანამშრომელი დაიღუპა, - ამის შესახებ გერმანიის შეიარაღებული ძალები „ტვიტერზე“ წერს.

„დღეს დილით ქაბულის აეროპორტთან, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და დაუდგენელ პირებს შორის სროლა მოხდა. სროლის შედეგად, დაიღუპა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთი თანამშრომელი და დაიჭრა სამი“, – აღნიშნულია გერმანიის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

გაქცეული პრეზიდენტი ოჯახთან ერთად თავს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აფარებს. ავღანეთიდან 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 თალიბანი ქაბულში შევიდა - უახლესი ამბები (Live)

👉 აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს

👉 ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში აქცია იმართება - თალიბანმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა (ვიდეო)

👉 ავღანეთში ქალების როლს ულემის საბჭო გადაწყვეტს