მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახოვკის ჰესის აფეთქებამ, შეიძლება შეცვალოს უკრაინული ჯარის გეგმები, თუმცა არ მგონია, ამ რაიონში იგეგმებოდა მთავარი დარტყმები - მიხაილო სამუსი

„ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი

„კახოვკის ჰესის აფეთქებამ,  შეიძლება შეცვალოს უკრაინული ჯარის გეგმები“, - ამის შესახებ „პალიტრას ეთერში“ „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტმა მიხაილო სამუსმა განაცხადა. 

👉 კახოვკას კაშხლის აფეთქების შემდეგ უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, ეს გარკვეულწილად შეაფერხებს უკრაინის კონტრშეტევას - გიგი კალანდაძე

„ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი კახოვკის ჰესის აფეთქებას კატასტროფად აფასებს და ამბობს, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ მხარეში არ დაუშვას უკრაინული ძალების კონტრშეტევა.

„უკრაინული ჯარი ემზადება კონტრშეტევისთვის, თავისი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის. რუსეთს ამაზე ძალიან ისტერიული რეაქცია აქვს  და ამიტომ, 2 დღის წინ, რუსულ საინფორმაციო სივრცეში იყო გაშლილი ასეთი ისტორიული კამპანია, რომ უკრაინამ დაიწყო თავისი კონტრშეტევა. ის, რაც გააკეთა რუსეთმა კაშხლის აფეთქებით ჯდება ლოგიკაში, არ დაუშვებს უკრაინული ძალების კონტრშეტევას დნიპროს მიმართულებით. რუსები ახლა  უარყოფენ კაშხლის აფეთქებას. რუსეთი წინა წლის ოქტომბერში აცხადებდა, რომ კახოვკას ჰესში ჩადეს ნაღმები. რუსებს არ უნდოდათ უკრაინული ჯარისთვის მიეცათ დნიპროხზე გადასვლის საშუალება.

ეს კატასტროფაა.  კახოვკის ჰესის აფეთქებამ, შეიძლება შეცვალოს უკრაინული ჯარის გეგმები, რაც ეხება ხერსონის ოლქს და ოპერაციის ჩატარებას. არ მგონია, რომ ამ რაიონში იგეგმებოდა მთავარი დარტყმები. ეს კაშხალი  რუსეთის მიერ დანაღმული იყო წინა წლის ოქტომბრიდან. 

უკრაინა ითხოვს შემოიღონ სანქციები „როსატომის“ წინააღმდეგ, მაგრამ აქამდე სანქციები არ არის შემოღებული ძალიან მარტივი მიზეზით. „როსატომს“ აქვს კონტრაქტი ათობით მილიარდ ევროზე და დოლარზე, მათ შორის, ჩვენ პარტნიორებთან და ეს ათობით მილიარდი და ევრო მათ არ აძლევს საშუალებას შემოიღონ სანქციები „როსატომის“ წინააღმდეგ, რომელმაც ფაქტობრივად მოახდინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია და ამით საფრთხის ქვეშ დააყენა მთელი მსოფლიო. სამწუხაროდ, ამ დრომდე ფული იგებს ვიდრე ჭკუა. ასეთი სიტუაციით სარგებლობს რუსეთი. ამ საკითხთან დაკავშირებით არის არასაკმარისი რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, - აცხადებს მიხაილო სამუსი.

მიხაილო სამუსის განცხადებით, რუსეთი გაანადგურებს ყველა იმ ტერიტორიას საიდანაც უკან დაიხევს. 

მისი თქმით, სანქციები რუსეთზე ძლიერ არ მოქმედებს, რადგან ის გამოიმუშავებს დიდ ფულს, ბუნებრივი აირით, ვაჭრობით და ატომური ენერგეტიკით.

„დარწმუნებული ვარ, რუსეთი გაანადგურებს ყველა ტერიტორიას სადაც ის უკან იხევს. რუსეთი დატოვებს უდაბნოს. ააფეთქებენ - ხიდებს, სახლებს და ქალაქებს. რუსეთი მოახდენს ტერორისტი ქვეყნის დემონსტრირებას. უკრაინა აცხადებს, რომ გვაქვს იარაღების სრული კომპლექტი იმისათვის, რომ ჩავატაროთ შეტევითი ოპერაციები და შევასრულოთ ის ამოცანები, რომელიც დგას ჩვენს წინაშე.

ჩვენ ბოლომდე არ ვაფასებთ სანქციის ფაქტორს. სამწუხაროდ, რუსეთი გამოიმუშავებს დიდ ფულს, ბუნებრივი აირით, ვაჭრობით და ატომური ენერგეტიკით და სხვა. უკრაინა ატარებს ახლა ძალიან ძლიერ კონსულტაციებს - აშშ-თან, ევროკავშირთან იმისათვის რომ მივიტანოთ ჩვენ სანქციების დონე უმ მომენტამდე, როცა რუსეთი შეაჩერებს ამ ფულის გამომუშავებას. თუ რუსეტი მიიღებს ვაჭრობისგან ათობით მილიარდ დოლარს, მათ ექნებათ  შესაძლებლობა, გამოუშვან ახალი რაკეტები, ტანკები და ასევე, შეიძინონ ირანისგან „შაჰედები“. ჩვენ შეიძლება, გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ ომი ამით არ დამთავრდება იმიტომ, რომ პუტინის რეჟიმი იარსებებს“, - დასძენს „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.