კონფლიქტები

ხერსონის დაკარგვა ოკუპანტებისთვის დიდი პოლიტიკური მარცხი იქნება - იური სობოლევსკი

ხერსონის დაკარგვა ოკუპანტებისთვის დიდი პოლიტიკური მარცხი იქნება
1659800035
დაკოპირებულია

ხერსონის ოლქის დაკარგვა ოკუპანტებისთვის დიდი პოლიტიკური მარცხი იქნება, ამიტომ ისინი მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებენ ტერიტორიების შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ განაცხადა.

„ხერსონის ოლქი მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეეცდებიან მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენონ ამ ტერიტორიების შესანარჩუნებლად. მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები იქ ძალიან მაგრად მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მთლიანად დეოკუპირებული იქნება, მოთმინებაა საჭირო“, - აცხადებს ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე.

სობოლევსკიმ აღნიშნა, რომ ოკუპანტებს ხერსონის ოლქში ძალიან დიდი მსხვერპლი ჰყავდათ, პერსონალი კი სრულიად დემორალიზებული იყო.

მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას ესმის რუსი დამპყრობლების საუბარი, რომ როგორც კი დაიწყება უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევა, ისინი უბრალოდ გაიქცევიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად ახალი სამხედრო ბატალიონები იქმნება - ISW

✔️ უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

✔️ „საკნები მზადდება“ - რუსები მარიუპოლში ტყვეების სასამართლოსთვის ფილარმონიის სცენაზე ციხის გისოსებს აწყობენ

✔️ უკრაინის სამხრეთში ნიკოლაევის ალყაში მოსაქცევად 25 000 რუსი სამხედროა მობილიზებული - The Times

✔️ შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს - The Insider