კონფლიქტები

ხერსონში შექმნილი ვითარება აჩვენებს რუსეთის წარუმატებლობას უკრაინაში - ბრიტანული დაზვერვა

ხერსონში შექმნილი ვითარება აჩვენებს რუსეთის წარუმატებლობას უკრაინაში
1652515929
დაკოპირებულია

ის ფაქტი, რომ რუსეთმა მხოლოდ პრორუსული ადგილობრივი ხელმძღვანელობის დაწესება მოახერხა ხერსონში, ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში შეჭრამ პოლიტიკური მიზნების განხორციელების კუთხით მარცხი განიცადა, - ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ სადაზვერვო  მიმოხილვაში.

რუსეთის მიერ დაწესებულმა სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონში გამოაცხადა, რომ რუსეთს ოლქის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანის თხოვნით მიმართავს.

„რუსეთის შეჭრის თავდაპირველი გეგმის ცენტრალური ნაწილი, სავარაუდოდ, მოიცავდა გაყალბებულ რეფერენდუმებს, რათა უკრაინის რეგიონების უმეტესობა გრძელვადიანი პრორუსული მმართველობის ქვეშ მოექცია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დაზვერვის ცნობით, თუ რუსეთი ხერსონში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებს, მის შედეგებს აუცილებლად გააყალბებს. 

„თუ რუსეთი ხერსონში რეფერენდუმს ჩაატარებს, ის მანიპულაციას მოახდენს შედეგებით, იმისთვის, რომ აჩვენოს, უკრაინის შემადგენლობის დატოვებას მხარს აშკარა უმრავლესობა უჭერს. ხერსონის ოლქის მოქალაქეები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ თავიანთი წინააღმდეგობის დემონსტრირებას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა მსოფლიოს ბირთვული დარტყმით დაემუქრა

✔️უკრაინის გამარჯვება სერიოზული დარტყმა იქნება პუტინის რეჟიმისთვის - მიხეილ კასიანოვი

✔️ უკრაინამ ხარკოვის ბრძოლა, სავარაუდოდ, მოიგო - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

✔️ უკრაინის ჯარს მთელი დონბასის დაბრუნების შანსი უჩნდება - ექსპერტები

✔️პენტაგონმა შესაძლოა შეაჩეროს უკრაინაში იარაღის მიწოდება