კონფლიქტები

კიდევ 50 უკრაინელი ჯარისკაცი ტყვეობიდან გათავისუფლდა

უკრაინელი ტყვეების გათავისუფლება
1669300717
დაკოპირებულია

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა მოხდა. კიდევ 50 უკრაინელი ჯარისკაცი ტყვეობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. 

„ჩვენ მოვახერხეთ რუსეთის ტყვეობიდან 50 უკრაინელი ჯარისკაცის გათავისუფლება. 20 ეროვნული გვარდიიდან, 12 სამხედრო საზღვაო ძალებიდან, 10 ჯარისკაცი უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, 6 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან და 2 თავდაცვის უწყებიდან“, - აცხადებს ერმაკი. 

ერმაკმა თქვა, რომ გათავისუფლებულთა შორის იყო ორი ოფიცერი და 48 რიგითი და სერჟანტი.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხეთ მარიუპოლის 19 დამცველის დაბრუნება“, - აცხადებს ერმაკი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა

🔴 სახელმწიფო დუმამ კანონი მიიღო, რომელიც კრძალავს ლგბტ პროპაგანდას რეკლამაში, წიგნებში, ფილმებსა და მედიაში

🔴 კიევს მოსკოვის მოთხოვნების შესრულებით სიტუაციის მოგვარება შეუძლია - პესკოვი

🔴 „რუსეთი თქვენს ქვეყანაში პროვოკაციებს ამზადებს“ - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსებს მიმართეს

🔴 ბოლო 24 საათში განადგურებული 310 ოკუპანტი, 10 უპილოტო საფრენი აპარატი და 51 ფრთოსანი რაკეტა - რუსეთის დანაკარგები

🔴 საქართველოში პოლარიზაცია არ შესუსტებულა, როგორც ჩანს, კანდიდატის სტატუსს უახლოეს მომავალშიც ვერ მივიღებთ - კახა გოგოლაშვილი