კონფლიქტები

„კიევის რეჟიმი კვლავ გასცემს კრიმინალურ ბრძანებებს და აგრძელებს დონბასის ტერორს“ - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა
1658394048
დაკოპირებულია

„დარწმუნებულები ვართ, რომ მალე დონეცკის სახალხო რესპუბლიკა ნეონაცისტებისაგან მთლიანად გასუფთავდება“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. 

მისივე თქმით, უკრაინა დონბასის მოსახლეობას „ატერორებს“.  

„კიევის რეჟიმი, გააფთრებული სიძულვილით, აგრძელებს დონბასის ტერორს, გასცემს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების კრიმინალურ ბრძანებებს, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოკლას, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მოქალაქეებს.

უკრაინის შეიარაღებული ფორმირებები იყენებენ დიდი კალიბრის ნაღმტყორცნებს. ასე ექცევიან ისინი მათ, ვისაც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავიანთ მოქალაქეებს ეძახდნენ“, - განაცხადა ზახაროვამ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌„ნატოს რუსეთთან მიახლოება მსოფლიო ომის რეალურ საფრთხეს ქმნის“ - მედვედევი

📌 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

📌 „უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კარი დახურული არ არის“ - პესკოვი

📌 „ბევრი ჭორი დადის პუტინის ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ ის სრულად ჯანმრთელია“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი