კონფლიქტები

„ყირიმის გათავისუფლების შემდეგ, იქ უკანონოდ ჩასახლებულებმა ტერიტორია უნდა დატოვონ“ - ზელენსკის მუდმივი წარმომადგენელი ყირიმში

ყირიმში რუსი საზღვაო ძალების ცალკეულმა ქვედანაყოფებმა პერსონალის 90% დაკარგეს
1658151999
დაკოპირებულია

ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუდმივმა წარმომადგენელმა თამილა ტაშევამ განაცხადა, რომ ნახევარკუნძულის გათავისუფლების შემდეგ იქ უკანონოდ ჩასახლებულმა ხალხმა ტერიტორია უნდა დატოვოს. 

მისივე თქმით, ეს არ იქნება იძულებით გასახლება, არამედ ხალხის ნებაყოფლობით გამგზავრება იმ ტერიტორიიდან, სადაც ისინი უკანონოდ შევიდნენ.

„ყველაფერი მარტივია და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არალეგალურად ჩასულმა მოსახლეობამ უნდა დატოვოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა.

მოგვიანებით მათ შეუძლიათ ოფიციალური განაცხადი წარუდგინონ უკრაინის ხელისუფლებას, მიმართონ ბინადრობის ნებართვაზე და დაასახელონ მიზეზები, რის გამოც უკრაინამ უნდა მისცეს მათ ნახევარკუნძულზე ცხოვრების უფლება“, - განაცხადა ტაშევამ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკრაინელები ზაფხულის ბოლომდე რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევას დაიწყებენ, უნდა ველოდოთ ცვლილებას სამხედრო დაპირისპირებაში“ - სამხედრო ექსპერტი

👉 „ელემენტარული მანერების არარსებობის გამო ძველი სასახლე გაფუჭებულ პაბად გადააქცია“ - მარია ზახაროვამ ლიზ ტრასს „გაუნათლებელი ქალი“ უწოდა

👉 „მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ“ - ლიზ ტრასი

👉 „ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი უფრო დიდი ნაბიჯისკენ - ეკატერინეს დანიშვნა პარტიის „ერთიანი რუსეთის“ ხელმძღვანელის პოსტზე“ - პუტინის ქალიშვილი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

👉 უკრაინელებმა დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით მტრის თავდასხმები მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი