მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლუგანსკის ოლქის დატოვებას 350 000 ადამიანი ვერ ახერხებს“ - გაიდაი

სერგეი გაიდაი

„ლუგანსკის ოლქში დაახლოებით 350 000 ადამიანი რჩება, რომლებსაც ტერიტორიის თავისუფლად დატოვების ოკუპანტების მიერ წამოწყებული ომის გამო ეშინიათ“, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა

მისივე თქმით, ამ ადამიანებს, აქტიური საომარი მოქმედებების დროსაც კი, ევაკუაციის შესაძლებლობა აქვთ. 

„თუ ავიღებთ ლუგანსკის ოლქის ტერიტორიას, რომელიც დარჩა უკრაინის კონტროლის ქვეშ 2014 წელს მისი ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ იქ დარჩა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, ახლა კი ტერიტორიაზე დაახლოებით 350 000 ადამიანი იმყოფება. 

ამ ადამიანებს დღესაც შეუძლიათ ევაკუაცია. ლუგანსკის დასატოვებლად პირველი გზა არის ხარკოვის ოლქის კაშხლის გასწვრივ, მეორე გადის ზაპოროჟიეს ოლქში და მესამე ვარიანტი, უფრო გრძელი და რთული - რუსეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გავლით“, - განაცხადა გაიდაიმ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ერდოღანმა ლვოვში გამართულ შეხვედრაზე შესაძლოა, ზელენსკის პუტინთან შეხვედრა შესთავაზოს - მედია

✔️ სულ მცირე 26 დაღუპული და ათეულობით დაშავებული - ალჟირში ტყის ხანძრებს ებრძვიან

✔️ „საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ზელენსკი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა“ - Washington Post-მა უკრაინაში შეჭრამდე პუტინის საიდუმლო გეგმების დეტალები გამოაქვეყნა

✔️  „პუტინის მიზნები შეიცვალა“ - რუსი ოპოზიციონერი

✔️ „უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი