
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი აგრესორები მარინკას მიმართულებით წინსვლას ცდილობდნენ, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ და შეიარაღებული ძალების ზეწოლის შემდეგ უკან დაიხიეს. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის მოხსენებაშია ნათქვამი.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ჩერნიგოვის ოლქში.
„აგრესორი ძალების მობილიზებას ცდილობს. სლობოჟანსკოეს მიმართულებით, მტერი თავისი ძალების კონცენტრირებას ახდენს, რათა შემდეგი იერიში განახორციელოს. ხარკოვის მიმართულებით მტერმა არტილერია გამოიყენა 6 დასახლებული პუნქტის ტერიტორიის დაბომბვის მიზნით.
სლავიანსკის მიმართულებით მტერმა არ ჩაატარა აქტიური შეტევითი მოქმედებები. ოკუპანტები ცდილობენ შექმნან ხელსაყრელი პირობები სოლედარსა და ბახმუტზე კონტროლის დასამყარებლად, იმისთვის რომ დონეცკის დასავლეთ გარეუბნებიდან უკრაინული ძალები განდევნოს.
შეტევითი მოქმედებებით ოკუპანტები ცდილობდნენ ხელსაყრელი ხაზების დაკავებას და ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ბახმუტის, ზაიცევოსა და ვერშინას რაიონებში, მაგრამ არ გამოუვიდათ და უკან დაიხიეს“, - ნათქვამია გენშტაბის მოხსენებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ
✔️ რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ერდოღანის შუამავლობა სურს - Bloomberg
✔️ ენტონი ბლინკენი: ჩინეთის სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვანი ესკალაციაა
✔️ 14 წლის მოზარდს ზურგში ესროლეს და მოკლეს - შემთხვევა ნიუ-იორკში