მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიუპოლიდან ევაკუაცია ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება - უკრაინული მხარე

საპორტო ქალაქი მარიუპოლი

მარიუპოლის ირგვლივ ბლოკპოსტებზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ეროვნულ მილიციას“ როსგვარდიის წარმომადგენლები და კადიროველები ანაცვლებენ. შესაბამისად ქალაქიდან ევაკუაცია ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ამის შესახებ  მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

თქმით, ოკუპანტები დამატებით საგუშაგო-გამშვებ პუნქტებს აწყობენ იმ გრუნტოვან გზებზეც, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ბლოკპოსტების გვერდის ავლა. 

„ქალაქიდან ჩვენი წყაროები იუწყებიან, რომ ოკუპანტები მარიუპოლის გარშემო საგუშაგო გამშვებ პუნქტებზე ზაპოროჟიეს მიმართულებით ოკუპანტების როტაცია მიმდინარეობს“, - აცხადებს მარიუპოლის მერის მრჩეველი. 

ანდრიუშჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფაქტობრივად დღეიდან ქალაქიდან ევაკუაცია შეუძლებელი ხდება, სანამ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შედეგად გარკვეული დერეფნები არ გაიხსნება.

ამავე თემაზე: 

➖  მოსკოვი მედვედჩუკის „აზოველებზე“ გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს - რუსული მხარე

➖  უნგრეთის პრემიერმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ატომურ ბომბს შეადარა

➖  თურქეთი ელის, რომ შვედეთი ტერორიზმის წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს - ერდოღანი 

➖  „მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილმა დანაშაულმა გამაოცა“ - ირპენს პორტუგალიის პრემიერი ეწვია

➖  საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ გამოცდა გაგრძელდება - რუსული მხარე