მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მას შემდეგ რაც ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების საკითხზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რუსეთმა ფინეთის საზღვრიდან მოულოდნელად გაიყვანა ჯარები - მედია

რუსული ჯარები ფინეთში სატელიტური ფოტოები

მას შემდეგ რაც ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების საკითხზე ალიანსთან ოფიციალურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რუსეთმა მოულოდნელად გაიყვანა თავისი ჯარები ფინეთის საზღვრიდან. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთმა ფინეთის საზღვრიდან 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა გაიყვანა, რაც დროში ემთხვევა ჰელსინკის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დაჩქარებას.

ტექნიკის გაყვანა დაფიქსირდა იმ სამხედრო ნაწილში, რომელიც მდებარეობს მურმანსკის რაიონის სოფელ ალაკურტში, ფინეთის საზღვრიდან 70 კილომეტრში. სამხედრო ნაწილი ეკუთვნის რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ფლოტს, რუსეთის უახლეს სამხედრო ოლქს.

ალაკურტის სამხედრო ნაწილში მსახურობს მე-80 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა, რომელიც 2 100 სამხედროს ითვლის. ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში ფინურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ომში ბრიგადის სამხედრო პერსონალის მასობრივი მონაწილეობის არანაირი მტკიცებულება არ დაფიქსირებულა.

მაგრამ 13 და 24 მაისს გადაღებული სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ სამხედრო ტექნიკის რაოდენობა სამხედრო ნაწილში საგრძნობლად შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ ფინეთმა შვედეთთან ერთად ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი მაისში გააკეთა. ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებმა 5 ივლისს ხელი მოაწერეს ოქმებს ალიანსში სახელმწიფოების გაწევრიანების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „პუტინს სჯეროდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას ენერგოდამოკიდებულების გამო, წლის ბოლომდე 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს“ - ჯოზეფ ბორელი

👉 იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა და ახალი სანქციები დააწესა რუსული კომპანიების წინააღმდეგ

👉 „პუტინის თვალსაზრისით, ის უკვე ომშია ევროპასთან, ევროკავშირის ბევრ ლიდერს ეს ესმის“ - მიხაილო პოდოლიაკი