მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ქმედებები შეინიშნება - სუსი

სოფელი ერგნეთი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედებულია. 

„ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე“, - აცხადებენ სუსში.