
უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში საოკუპაციო ხელისუფლებამ „რეფერენდუმისთვის“ მზადება დაჩქარებული ტემპით დაიწყო, - ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპანტები მოსახლეობის აღწერას ატარებენ.
„რაშისტები აჩქარებენ რეფერენდუმის სამზადისს. ბლოკავენ უბნებში შესვლა-გასასვლელს, ატარებენ მოსახლეობის ტოტალურ აღწერას, რასაც თან ახლავს ჩხრეკა. მიმდინარეობს ბავშვების რაოდენობის უძრავი ქონებისა და სხვა ყველაფრის აღწერა“, - განაცხადა ფიოდოროვმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 პოლონეთმა აშშ-სგან Abrams-ის ტიპის 28 ტანკი მიიღო
👉 „რუსეთს უფრო და უფრო უჭირს შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის შენარჩუნება“ - ბრიტანეთის დაზვერვა