კონფლიქტები

მელიტოპოლში რუსი ოკუპანტების კომენდატურაში აფეთქება მოხდა

რუსი სამხედრო უკრაინაში
1660727893
დაკოპირებულია

რუსული ძალების მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტიპოლის კომენდატურაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დაზიანება გამოიწვია ამ ძლიერმა აფეთქებამ. ინფორმაცია მელიტოპოლის მერმა ივანე ფიოდოროვმა გაავრცელა.

„ოკუპანტების ფეხებქვეშ მიწა დაიწვება. ამას ადასტურებენ ჩვენი მებრძოლები უკრაინის სამხრეთ ნაწილში, ძლიერი აფეთქება მოხდა მტრის ბუნაგში მელიტოპოლში. იქ ოკუპანტების ერთ-ერთი კომენდატურა იყო განთავსებული“ , - დაწერა ფიოდოროვმა ტელეგრამში.

ცნობისთვის, 16 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში ჯანკოის მახლობლად იარაღის საწყობი და სიმფეროპოლის მახლობლად ავიაბაზა ააფეთქეს. რუსულმა ძალებმა პირველად აღიარეს, რომ აფეთქებები დივერსიამ გამოიწვია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉  გამოკითხვა - როგორ შეაფასებდით კელი დეგნანის საქმიანობას საქართველოში?

👉 ჩეჩნეთის მოქალაქეები აღშფოთებულნი არიან, რომ კადიროვი მუსლიმებს ორი ქრისტიანი ხალხის - რუსებისა და უკრაინელების „უცხო“ ომში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის, ეს ღალატად აღიქმება - უკრაინის დაზვერვა

👉 რუსული არმია მოხალისეებს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 4 000 დოლარს ჰპირდება - ISW

👉 შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

👉 „რაც არ უნდა რთული იყოს, პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“ - ოლაფ შოლცი