მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მმართველ პარტიას არ შეუძლია სასწაულების მოხდენა, თუ პარლამენტში არ არსებობს რეალური თანამშრომლობის სურვილი“ - მარია კალიურანდი

მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა დასძინა, რომ მხოლოდ მმართველი პარტია ვერაფერს გახდება, თუ პარლამენტში არ იქნება რეალური თანამშრომლობის სურვილი.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზეა, მაგრამ ოპოზიციამ, ასევე, სარკეში უნდა ჩაიხედოს და დაიწყოს კონსტრუქციული თანამშრომლობა. ხალხი პარლამენტის ყველა წევრისგან ამას ელოდება.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, აქ ისევ პირველ პუნქტს უნდა დავუბრუნდეთ. შეწყვიტეთ პოლარიზაცია, გაერთიანდით, იმსჯელეთ საქართველოს მომავალზე, დააყენეთ თქვენი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ და დაიწყეთ თანამშრომლობა. ერთმანეთის დადანაშაულებით საქართველო არ ხდება უფრო უკეთესი, უფრო მდიდარი და ქართველი ხალხი უფრო ბედნიერი.

ერთმანეთის დადანაშაულებით, ბრალდების ავტორები არ ხდებიან უფრო ძლიერები და უკეთესები. მე იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამას მიხვდებიან და ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ შეფასებებს დეკემბერში“, – განაცხადა კალიურანდმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ქართველმა ხალხმა ბევრი შესწირა ევროპული იდენტობისთვის, მოვუწოდებთ ევროპელ მეგობრებს, სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი - აშშ-ის ჰელსინკის კომისია

👉 რუსული ჯარები 5 კილომეტრით დაწინაურდნენ ლისიჩანსკისკენ - ბრიტანული დაზვერვა