მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი, ახალი ეპოქა იწყება“ - პუტინი

პუტინმა მთავრობის წევრებს კორონავირუსზე ყოველდღიური პროგნოზის გაკეთება მოსთხოვა.

„მსოფლიო ისტორია გადადის ახალ ეტაპზე, რომელშიც მხოლოდ ჭეშმარიტად სუვერენულ სახელმწიფოებს შეუძლიათ არსებობა“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მსოფლიოში ახალი წესრიგი მყარდება, რისი შეჩერებაც შეუძლებელია. 

„რაც არ უნდა ცდილობდეს დასავლური და ეგრეთ წოდებული ზესახელმწიფოებრივი ელიტა შეინარჩუნოს არსებული წესრიგი, მოდის ახალი ერა, ახალი ეტაპი მსოფლიო ისტორიაში, ცხოვრების სტანდარტებსა და ხარისხში, ტრადიციული ღირებულებებისა და მაღალი ჰუმანისტური იდეალების დაცვაში.

ეს გრანდიოზული ცვლილებები, რა თქმა უნდა, შეუქცევადია და როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე, განვითარდება ჰარმონიული, უფრო სამართლიანი და უსაფრთხო მსოფლიო წესრიგის საფუძვლები და პრინციპები, ალტერნატივა არსებული უნიპოლარული მსოფლიო წესრიგისგან, რომელიც თავისი ბუნებით, რა თქმა უნდა, ცივილიზაციის განვითარების მუხრუჭია“, - განაცხადა პუტინმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთი ახლა ათამაშებს სცენარს, რომელსაც შეიძლება დავარქვათ „ანექსიის თამაში“ - ჯონ კირბი

👉 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT

👉რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება, იარაღი გვჭირდება - ალექსეი რეზნიკოვი

👉 შოიგუმ რუს სამხედროებს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების „სწრაფად განადგურება“ დაავალა