მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ტერორი ხორციელდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ის მაშინ გადადგება, როდესაც ხალხის ნების გამოხატვის სანდო შედეგებს დაინახავს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც მან აღნიშნა ბოლო დროს ბევრი პრობლემა შეიქმნა.

„ამ დღეებში საზღვრის უსაფრთხოების გარდა, ინფორმაციის უსაფრთხოების პრობლემებიც გვაქვს. ცნობილმა წრეებმა დაიწყეს რეალური ინფორმაციული ტერორის პროცესი სომეხი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, ისინი, ვინც სიცრუესა და ყალბ ამბებს ავრცელებენ, ცდილობენ რომ ხალხში პანიკა გამოიწვიონ.

„ჩემი გადადგომის შესახებ ანგარიშები მუდმივად იქმნება. ნათლად აღვნიშნე, რომ ხალხის მიერ ჩემთვის მინიჭებული სტატუსის დატოვება შემიძლია მხოლოდ მათი ნების გამოვლენის სანდო შედეგების საფუძველზე.

სანამ ადგილი არ ექნება სურვილის ამგვარ გამოხატვას, მე გავაგრძელებ პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას“, - დასძინა ფაშინიანმა.

🔘 ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

🔘 ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 8 დეკემბრამდე მისცეს.

🔘 ფაშინიანს გადადგომის გადაწყვეტილება არ მიუღია და ამასთან დაკავშირებით ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.