
რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტის მიმართულებით 400-მდე ჯარისკაცი დაკარგეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა სერგი ჩერევატიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტები არ წყვეტენ ბახმუტის დაკავების მცდელობას. დღის განმავლობაში ქალაქში 16 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამასთან, ოკუპანტებმა დასახლება და მისი შემოგარენი 55-ჯერ დაბომბეს.
„ფრონტის, ბახმუტის მონაკვეთზე განხორციელდა 352 საარტილერიო დარტყმა სხვადასხვა ტიპის სარაკეტო ზალპური სისტემებით. მთელ ფრონტზე მოხდა 27 საბრძოლო შეტაკება, 4 საჰაერო დარტყმა. დღის განმავლობაში განადგურდა 193 ოკუპანტი, დაშავდა 199 სხვადასხვა ხარისხით“, - დასძინა ჩერევატიმ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 ყველა რაშისტი პასუხს აგებს, პასუხს აგებენ ყოველი უკრაინელის სიცოცხლისთვის - ზელენსკი
👉 გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა