მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტებმა ერგნეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო 47 წლის კაცი დააკავეს

სოფელი ერგნეთი

სოფელ ერგნეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 47 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის „შინაგან საქმეთა სამინისტროში“ ადასტურებენ. 

ამავე ცნობით, კაცი ფეხით გადაადგილდებოდა და მას საბუთები თან არ ჰქონია. 

ამ დროისთვის, უკანონოდ დაკავებული პირი ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს არის გადაცემული. 

საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციას სააგენტო PIA.GE სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აზუსტებს.