მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტებმა ხარკოვიდან ჯარები გაიყვანეს - გენერალური შტაბი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 70 დამპყრობელი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

დამპყრობლებმა ჯარები გაიყვანეს ხარკოვიდან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. 

„მტერი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მათი მთავარი მიზანია დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება და სახმელეთო დერეფნის სტაბილურობის უზრუნველყოფა დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან.

რუსი აგრესორები აგრძელებენ ბრძოლას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში. ცეცხლს ხსნიან მთელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ. ყველაზე მეტად აქტიურობენ სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებით.

ჯერ კიდევ არსებობს საშიშროება, რომ მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო იერიშები მიიტანოს. ხარკოვის მიმართულებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ. ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ხარკოვიდან მათი ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მომარაგების გზების შენარჩუნებაზე“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა მსოფლიოს ბირთვული დარტყმით დაემუქრა

✔️უკრაინის გამარჯვება სერიოზული დარტყმა იქნება პუტინის რეჟიმისთვის - მიხეილ კასიანოვი

✔️ უკრაინამ ხარკოვის ბრძოლა, სავარაუდოდ, მოიგო - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

✔️ უკრაინის ჯარს მთელი დონბასის დაბრუნების შანსი უჩნდება - ექსპერტები

✔️პენტაგონმა შესაძლოა შეაჩეროს უკრაინაში იარაღის მიწოდება