
ოკუპირებულ აფხაზეთში რიწის ტბისკენ მიმავალ გზაზე მსუბუქი ავტომობილი ტურისტებით სავსე ავტობუსს შეეჯახა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
„შემთხვევა ცისფერი ტბის მახლობლად მოხდა. ავტობუსი გვირაბიდან გამოდიოდა და ამ დროს მოხდა შეჯახება“ - განუცხადა სააგენტოს რიწის პარკის დირექტორმა ადამურ ბაღათელიამ.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ორივე ავტომობილის მძღოლმა და ავტობუსში მყოფმა გიდმა სხეულის დაზიანება მიიღეს.