მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის გამომუშავება აიკრძალა

აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგი აიკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ელ ივნისამდე კრიპტოვალუტის გამომუშავება აიკრძალა. ეს გადაწყვეტილება ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტის გამო იყო მიღებული. გარდა ამისა, აიკრძალა ოკუპირებულ რეგიონში კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის აუცილებელი დანადგარების შეტანა. ამის შესახებ 1prime.ru იუწყება. 

ეს გადაწყვეტილება 8 დეკემბერს სოხუმში გამართულ სპეციალურ თათბირზე იყო მიღებული.

ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ნოემბრიდან ელექტროქსელებზე მაინერების უკანონოდ მიერთებით გამოწვეული დატვირთვის გამო დენის მასობრივი გათიშვა დაიწყო. რაიონებში რიგრიგობით დენი დღეში 2 საათით ითიშება.

რამდენიმე დღის წინ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ქართული მხარე ენგურჰესის რემონტს გეგმავს და სწორედ ამიტომ აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ სერიოზული პრობლემები შეექმნება.