მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგის წესები დაადგინეს

აფხაზეტში მაინინგის წესები დაადგინეს

კრიპტოვალუტის მაინინგის წესები დაადგინეს ოკუპირებულ აფხაზეთში. შესაბამის დადგენილებას ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება.

„კრიპტოვალუტის მოპოვების საქმიანობის რეგულირების ზომების შესახებ“ დადგენილება დროებით წესებს ითვალისწინებს, ვიდრე ე.წ. ეკონომიკის სამინისტრო მუდმივ რეგულაციებს არ შეიმუშავებს.

იმ ადამიანებმა, ვინც კრიპტოვალუტის მოწყობილობა ოკუპირებულ რეგიონში უკვე შეიტანა, სპეციალური მრიცხველები უნდა დააყენონ და ე.წ საგადასახადო სამსახურში რეგისტრაცია გიარონ.