მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში სამარშრუტო ტაქსის ცეცხლი გაუხნეს, დაჭრილია მძღოლი

სროლა გუდაუთის რაიონში

ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონში ცეცხლი გაუხსნეს სამარშრუტო ტაქსის, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ე.წ. შ.ს. სამინისტროს ინფორმაციით, სროლის დროს მიკროავტობუსის მძღოლი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის შემდეგ სამარშრუტო ტაქსი ბოძს შეეჯახა.

თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია. ამჟამად სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.