მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წინ სპეცრაზმია მობილიზებული (ვიდეო)

ვითარება სოხუმში

სოხუმის ცენტრში მდებარე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმია მობილიზებული. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ე.წ. პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური ორგანიზაცია „არუაას“ მიტინგია დაგეგმილი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. შს მინისტრი დიმიტრი დბარი თანამდებობიდან გადადგა.

ცნობისთვის, კონფლიქტი ოკუპირებულ რეგიონში მას შემდეგ გამწვავდა, რაც 30 სექტემბერს, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში „გამარჯვების დღეს“ ზეიმობდნენ, დეპუტატმა გარი კოკაიამ სოხუმის სანაპიროზე ჰაერში პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლა, რითაც საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად დაარღვია. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ზუსტად იმ დროს ახლომდებარე რესტორანში სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერები ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი იმყოფებოდნენ.

ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და ე.წ. შს მინისტრი დიმიტრი დბარი მივიდნენ. კოკაია მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და იარაღი არ ჩააბარა. კონფლიქტში 1992-1993 წლის ომის ვეტერანები ჩაერივნენ. ვეტერანებს და პოლიციელებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით კი კიდევ ერთმა დეპუტატმა ალმასხან არძინბამ ე.წ. შს სამინისტროს შენობის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა.

1-ელ ოქტომბერს ე.წ. პარლამენტის შენობასთან კოკაიას მომხრეების აქცია გაიმართა, რომლებიც პოლიციელებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდნენ და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ. შექმნილი სიტუაციის გამო დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში ვიზიტი შეწყვიტა და სოხუმში დაბრუნდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. შს მინისტრი გადადგა

🔴 „პუტინთან შესახვედრად მზად ვარ, მაგრამ ეს მის გარემოცვას არ სურს“ - ზელენსკი

🔴 ირანი აზერბაიჯანის საზღვართან ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებს