კონფლიქტები

„ორდერმა პუტინი, როგორც დიდი პოლიტიკური მოთამაშე, გაანულა“ - პოდოლიაკი

მიხაილო პოდოლიაკი
1679155937
დაკოპირებულია

„ჰააგას ორდერმა პუტინი, როგორც დიდი პოლიტიკური მოთამაშე - გაანულა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. 

მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრულია. 

„მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული და მკაფიოა. რუსები თავს იმართლებენ, რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს იურისდიქცია რუსეთში არ ვრცელდება, ეს ყველამ კარგად ვიცით - რუსულ სასამართლოებშიც არანაირი იურისდიქცია არ ვრცელდება. ეს ორდერი მნიშვნელოვანია, იმ ქვეყნებს, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან, ვალდებულება აქვთ პუტინი დააკავონ თუ ის მათი ქვეყნის ტერიტორიაზე შევა.

ეს არის პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრული. ეს, ასევე, მნიშვნელოვანი მესიჯი რუსული პოლიტიკური ელიტისთვის - ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ევროპის პოლიტიკურ არენაზე ინტეგრაციას უნდა დაემშვიდობონ. ისინი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვერ წავლენ. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ორდერმა პუტინი, როგორც დიდი პოლიტიკური მოთამაშე - გაანულა“, - აცხადებს პოდოლიაკი. 

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉„კრემლში ადამიანებმა პირველად აღიქვეს რეალობა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ისინი საპატიმროში აღმოჩნდნენ“ - ხიდაშელი

👉 მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი, პუტინი უკვე გამოკეტეს მოსკოვში, ის დასრულებულია - ლევან ხაბეიშვილი

👉 პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს - ერმაკი

👉„ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და ღიად მიდის რუსული პოლიტიკისვ პროპაგანდა - მამუკა ხაზარაძე

👉 კანონზე მაღლა არავინ დგას - შოლცი პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე