მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: აზერბაიჯანული მხარე რუსული სამშვიდობო ძალების გაუფასურებას ცდილობს

ფაშინიანი რუს სამშვიდობოებზე

"აზერბაიჯანული მხარე ყველანაირად ცდილობს მთიან ყარაბაღში განთავსებული რუსული სამშვიდობო ძალების იმიჯს დარტყმა მიაყენოს და ამ ოპერაციის  გაუფასურება მოახდინოს". ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განთავსებულ ვიდეოში განაცხადა. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი დასახლება ძველი ტაგერის მახლობლად 11 ნოემბერს მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებასაც შეეხო. მისი თქმით, ორი სოფელი, რომლის გადაცემასაც აზერბაიჯანული მხარე ითხოვდა, 9 ნოემბერს სომხური მხარის კონტროლის ქვეშ იყო, შესაბამისად ახლა იქ სომხური ძალები უნდა იყვნენ დისლოცირებულები.

„ამჟამად ამ რაიონში კონტროლს რუსული სამშვიდობო ძალები ახორციელებენ, რომლებმაც იქ დამატებითი ბლოკ-საგუშაგო გახსნეს. ეს სოფლები სამშვიდობო შეთანხმებაში მითითებული არ იყო, მაგრამ ახლა, 13 დეკემბრიდან, რუსულმა სამშვიდობო ძალებმა თავისი პასუხისმგებლობის განახლებული რუკა გამოაქვეყნეს, სადაც ეს ზონაც შედის“ - განაცხადა ფაშინიანმა. მან დაამატა, რომ აზერბაიჯანული მხარის ბოლო ქმედება აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხურმა მხარემ სამშვიდობო პროცესს ყველანაირად ხელი უნდა შეუწყოს და არ მოიმოქმედოს ისეთი რამე, რაც რუსული სამშვიდობო ძალების მოქმედების ეფექტიანობას ეჭვქვეშ დააყენებს.

ეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. ის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დასრულდა. 11 დეკემბერს ქალაქ ჰადრუთის მახლობლად, დასახლება ძველი ტაგერის მიდამოებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო სომხური მხრიდან არიან დაჭრილები.


იხილეთ აგრეთვე:

🔆 აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირება მოხდა

🔆 ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთში მარიონეტული მთავრობის ან ანარქიის შექმნის ტენდენციას ვხედავ