მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანის ინფორმაციით ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები ალყაში მოექცნენ

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, რუსული სამშვიდობო ძალები მთიანი ყარაბაღის ჰადრუთის რაიონში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ალყაში მოაქციეს. ამის შესახებ ფაშინინამა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას  rbc.ru ავრცელებს. 

ფაშინიანი ასევე ამბობს, რომ დაახლოებით 100 სომეხი ჯარისკაცი აზერბაიჯანულმა მხარემ ტყვედ აიყვანა.

ნიკოლ ფაშინიანის ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო. სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების დახმარებით სომეხი სამხედროები ჰადრუთის რაიონში ალყიდან გამოვიდნენ.

ცნობისთვის 11 დეკემბერს ჰადრუთის რაიონში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკება მოხდა, ორივე მხრიდან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔇 სომხური მხარე: აზერბაიჯანმა 60 სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანა

🔇 აზერბაიჯანმა სომხეთს 44 ტყვე გადასცა