მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფრონტზე ვითარება იძაბება, ოკუპანტის თავდასხმების რაოდენობა გაიზარდა - უკრაინის გენშტაბი

საბრძოლო მოქმედებები

ფრონტზე ვითარება იძაბება. დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს 40-ზე მეტი ოკუპანტის თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის რეზიუმეში.

გენშტაბის ცნობით, ლიმანის მიმართულებით, აგრესორის ჯარებმა ჩაატარეს წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ლუგანსკის რეგიონის ბელოგოროვკას მხარეში. ბახმუტთან რუსები ცდილობდნენ წინსვლას ივანოვსკის მიმართულებით - არ გამოუვიდათ.

„გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების კოორდინირებული მოქმედებების შედეგად ოკუპანტმა ლიმანის და ბახმუტის მიმართულებით დაკარგა 160-ზე მეტი ადამიანი, დაშავდა 230-მდე ოკუპანტი. დამპყრობლის დანაკარგებმა, იარაღმა და სამხედრო ტექნიკამ შეადგინა 28 ერთეული“, - აღნიშნა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბი ინფორმაციით,  უკრაინელებმა მოიგერიეს დამპყრობლების არაერთი თავდასხმა მარინკას რაიონში, სადაც დამპყრობლებმა დაკარგეს დაახლოებით 70 ადამიანი და 100-ზე მეტი დაიჭრა. განადგურდა 17 ერთეული ოკუპანტის ტექნიკა.

ასევე, გენერალური შტაბი პირველად იტყობინება ოკუპანტის შეტევითი მოქმედებების შესახებ ნოვოსილკას მიმართულებით შახტარსკის მიმართულებით.

ამავე ცნობით, ოკუპანტის თავდასხმები იქაც წარუმატებელი იყო. ამ მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა დამპყრობლის კა-52 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.