მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები თავს დაესხნენ „ვაგნერელებს“ ბახმუტიდან უკან დახევის დროს

„ვაგნერის“  დამფუძნებელი

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან უკან დახევისას, მის მებრძოლებს თავს დაესხნენ რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის ჯარისკაცები, - ამის შესახებ RBC-Ukraine პრიგოჟინის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

„ვაგნერის“ მფლობელი წერს, რომ დაქირავებული ჯარისკაცები სოფელ ოპიტნესა და ოზარიანივკასთან მოძრაობდნენ, როცა დაინახეს რუსი სამხედროები, რომლებმაც, სავარაუდოდ გზები დანაღმეს.

პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერის“ ძალებს განაღმვის დროს,  ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოზიციებიდან, საპასუხოდ, ბოევიკებმა მიიღეს ზომები საფრთხის აღმოსაფხვრელად.

ამავე ცნობით, მოგვიანებით გამოქვეყნდა 72-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სავარაუდო ვიცე-პოლკოვნიკ-მეთაურის დაკითხვა, ის ამტკიცებდა, რომ „ვაგნერელებს“ პირადი მტრობის გამო ესროლეს.