მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინი მობილიზაციის პირველ ტალღაზე არ გაჩერდება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კავკასიის, ციმბირისა და რუსეთის სხვა ხალხებს მოუწოდებს, რომ თავისუფლებისთვის იბრძოლონ, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მობილიზაციის პირველ ტალღაზე არ გაჩერდება.

„რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ხალხს მივმართავ: თქვენ არ გაქვთ მიზეზი, იყოთ მრავალთა შორის, ვინც კვლავ ემსახურება მას, ვისაც ეს ომი უნდა. თქვენ არ უნდა დაიღუპოთ უკრაინაში, თქვენი შვილები არ უნდა დაიღუპონ უკრაინაში.

ჩვენ ვხედავთ, რომ წინააღმდეგობას უწევთ კრიმინალურ მობილიზაციას. იბრძოლეთ,  დაიცავით თქვენი თავისუფლება ახლა ქუჩებსა და მოედნებზე, რათა მოგვიანებით არ მოგიწიოთ ბრძოლა თქვენი სიცოცხლის უფლებისთვის, როცა რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის მორიგი ტალღებს დაიწყებს. ის ადამიანი, რომელმაც ეს ომი დაიწყო, მხოლოდ მობილიზაციის პირველ ტალღაზე არ გაჩერდება, ის შეეცდება, რომ სიცოცხლე სხვებსაც წაართვას.

უკრაინა გააგრძელებს თავის დაცვას და გაიმარჯვებს ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, რადგან ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. სიმართლე ჩვენს მხარეზეა და მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენთანაა“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დასავლეთი დსთ-ში ახალი კონფლიქტების გაღვივების სცენარებზე მუშაობს“ - პუტინი

✔️ ბულგარეთმა უკრაინას მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე უარი უთხრა

✔️ სააკაშვილი ლუკაშენკოს: თუ აფხაზეთს აღიარებ, ეს დასასრული იქნება

✔️ „უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საწვავის გაიაფებას 10-20 თეთრის ფარგლებში ვვარაუდობთ“ - ფხაკაძე

✔️ დღის განმავლობაში უკრაინელებმა რუსების შეტევა 11 მიმართულებით მოიგერიეს